„ყველა რელიგია ერთნაირ პირობებში ვერ იქნება, რადგან კონსტიტუცია არეგულირებს ასეთ საკითხებს“

„ყველა რელიგია ერთნაირ პირობებში ვერ იქნება, რადგან კონსტიტუცია არეგულირებს ასეთ საკითხებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ განაცხადა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პატრიარქის პრესმდივანმა აღნიშნა, კონსტიტუცია მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აღმშენებლობის საქმეში. მან სხვადასხვა კონფესიის დაფინანსების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
„ყველა რელიგია ერთნაირ პირობებში ვერ იქნება, რადგან კონსტიტუცია არეგულირებს ასეთ საკითხებს, კონსტიტუცია მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აღმშენებლობის საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, სხვა რელიგიების დამსახურება ვერ იქნება, იმ რელიგიების, რომლებიც მაშინ საერთოდ არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიის, განსაკუთრებით, ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა საქართველოში არსებობენ და ისინი ასეთი დაფინანსებით სარგებლობენ, ამას ჩვენ თავის დროზე მხარი დავუჭირეთ და კმაყოფილება გამოვთქვით“, – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები