ხვალიდან, საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

ხვალიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება.
განათლების სამინისტრომ „საზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა.
კალენდრის მიხედვით, წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება.
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერი – 15 იანვარი;
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი;
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი.
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.
ამასთან დადგენილია, რომ თუ აღნიშნული თარიღები უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე, ბოლო სამუშაო დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები