თბილისის სხვადასხვა რაიონში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება მიმდინარეობს

“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობს. დღეს, პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ისნისა და სამგორის რაიონებში დაიდგა.
პირველი ეტაპისთვის, „თბილსერვის ჯგუფმა“ შეისყიდა 400 ცალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განთავსდება.
დედაქალაქის მასშტაბით სულ განთავსებულია 19 594 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები