მერაბ ქვარაია: რეგიონის პრობლემების უკეთ გასაცნობად, თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომები დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
როგორც რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ განაცხადა, კომიტეტის გასვლითი სხდომა ადგილზე, უშუალოდ თვითმმართველობის პროცესში ჩართული ადამიანებისგან ინფორმაციის მიღების მორიგი შესაძლებლობაა.
“კომიტეტის გასვლითი სხდომა მორიგი შესაძლებლობაა ადგილზე, უშუალოდ თვითმმართველობის პროცესში ჩართული ადამიანებისგან, მოვისმინოთ და მივიღოთ ინფორმაცია, იმ გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, რაც რეგიონის მოსახლეობისთვის აქტუალურია. რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტისთვის ეს რიგით მეორე გასვლითი სხდომაა და შემდგომში პერიოდულად ის ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები