ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების (უდოს) კომისიამ, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე, პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა.
ინფორმაცია „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.
ამასთან, როგორც „კვირას“ ადვოკატმა პაატა შავაძემ განუცხადა, ჩხვირკიამ და ღოღობერიძემ უკვე დატოვეს საპატიმრო.
„გადაწყვეტილებას საკმაოდ დადებითად ვაფასებ, უდომ გაითვალისწინა საკმაოდ დადებითი მახასიათებლები, ასევე გათვალისწინებულ იქნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შუამდგომლობა. ასე რომ, კანონით გათვალისწინებული წესით მოხდა ეს ყველაფერი, რადგან მათ ეკუთვნოდათ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება“, -განუცხადა „კვირას“ პაატა შავაძემ.
სახელმწიფო ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 2017 წლის 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებას ედავებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას 1.6 წლის ვადით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები