პატრიარქის სამძიმრის წერილი: დიდია გულისტკივილი ბატონი გიას გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო, მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„დიდია გულისტკივილი ბატონი გიორგის (გია) გარდაცვალების გამო. იგი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაგრამ ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე პოლიტიკურ–ეკონომიკური აზროვნების სფეროში და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში.
ბატონი გიორგი მთელი გულით ცდილობდა, ემსახურა სამშობლოსთვის და მიუხედავად დიდი ხნის მანძილზე ქვეყნიდან შორს ყოფნისა, ფიქრით არასოდეს განშორებია მას; ამიტომაც იყო, რომ თავისი მთავარი ნაშრომიც, საქართველოს მომავლისთვის ზრუნვას მიუძღვნა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ძალა იმისა, რომ ლოცვითა და კეთილი საქმეებით შეეწიონ გიორგის უკვდავ სულს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები