ძალადობის მსხვერპლთა 37% აცხადებს, რომ ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაარტყეს

კვლევის თანახმად, ძალადობის მსხვერპლთა 37% აცხადებს, რომ ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაარტყეს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ იმ ქალების 64%-მა, რომლებსაც ორსულობისას სცემდნენ, განაცხადეს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა.
6%-მა კი აღნიშნა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები