შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 3-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები