გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 3,5 მილიონი დოლარის გამოყოფა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, ბროკ ბირმანმა მოაწერეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით დამატებით მოხდება, ერთი მხრივ, ტექნიკის შესყიდვა (ტრაქტორები, შემასხურებლები, ფერომონები), მეორე მხრივ, ცოდნის გაზიარება და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბროკ ბირმანის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ს მხარე საქართველოს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, – განაცხადა ბროკ ბირმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები