კახა კალაძე: თბილისში ნებართვის გარეშე მშენებლობები სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ

„თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობა, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აქვთ, კერძოდ არ გააჩნიათ ნებართვა და მშენებლობა ისე ხორციელდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისში შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით.
ამასთან, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ხვალ, თბილისში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. „მე ამ საკითხზე ხვალ ვაპირებ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი. ეს არის ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით, ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა. მიმდინარეობს მშენებლობები ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, ხდება მშენებლობები ნებართვის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ბოლო ორ თვეში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სხვადასხვა დარღვევის გამო, 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები