„ტატუნაშვილის მკვლელობა არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს“

„ტატუნაშვილის მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები, არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დღეს მოლაპარაკებები გაიმართა.
“ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამიტომ, ამ მიმართულებით მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა დღეს კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეხვედრა უმრავლესობასთან. ვფიქრობ, მათი მხრიდანაც განწყობა შესაბამისია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას. კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც. ტატუნაშვილის მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს”,- განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ ტექსტზე საუბარი ნაადრევია, რადგან უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საუბარი ახლახანს დაიწყო თუ როგორი ფორმა შეიძლება ჰქონდეს ერთიან დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები