სოფიო ქაცარავამ ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის 2018 წლის პრიორიტეტების განხილვაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პასუხისმგებელი და ჩართული მხარეები ასევე, ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა თემაზე: „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2018 წლის, წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-10 პროექტი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ნატო-ს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას დაამტკიცებს, რის შემდეგაც, ქართული მხარე დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, უკვე ალიანსს წარუდგენს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამიტის მოლოდინებზე.

„ვისაუბრე ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების დინამიკაზე და პარლამენტის როლზე ANP-ის პრიორიტეტების შემუშავებისა და შეფასების პროცესში”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები