16 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ მე-8 სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე რეანიმაციაშია

16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ, სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ „კვირას“ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.
საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 16 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ დიღმის მასივში მე-8 სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მე -8 სართულიდან გადმოვარდა და ავტოფარეხზე დაეცა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბიჭი ე.წ. “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები