ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოდან ივლის

   საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოდან ივლის, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში სრულ მონაკვეთზე იმოძრავებს.
„არის მონაკვეთები, სადაც 80%-ზე მეტი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ხოლო ახალქალაქის სადგურის მშენებლობა საწყის სტადიაზეა. 2015 წლის ბოლოს პროექტი სრულად ჩაბარდება, მაგრამ სატესტო მატარებელი გაცილებით უფრო ადრე, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ივლის გარკვეულ მონაკვეთებში, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში მთელ მონაკვეთზე ივლის, უბრალოდ სადგურების მშენებლობას მეტი დრო დასჭირდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები