ვაკის პარკთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც
ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.