სურსათის ეროვნული სააგენტო გლდანის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზს იკვლევს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა გლდანის ტბაში თევზების დახოცვის ფაქტზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე კვლევა დაიწყეს. სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ლაბორატორიული კვლევისთვის წყლისა და თევზის ნიმუშები აღებულია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ის, თუ რამ გამოიწვია წყალსაცავში თევზების დახოცვა, რამდენიმე დღეში, ლაბორატორიული დასკვნის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. შედეგის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, ხოლო საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ეცნობება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გლდანის თეთრ ტბაში დახოცილი თვზების შესახებ ინფორმაცია გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ გაავრცელა. როგორც მამალაძემ „კვირასთან“ საუბრაში განაცხადა, იგი ტბაზე თავად იმყოფებოდა, რა დროსაც მოვლენის ამსახველი ფოტოებიც გადაიღო და გაავრცელა.

10178338_744587915563704_465975430_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები