პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას გიორგობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
„ძვირფასო თანამემამულენო, სულითა და გულით გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენს სახელმწიფო გერბზე გამოსახული საქართველოს მფარველი წმინდანი გამარჯვების, სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის სიმბოლოს წარმოადგენს. ვუსურვებ სრულიად საქართველოს გამარჯვების გზით სიარულს და ამ გზაზე წმინდა გიორგის შემწეობას“, – ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები