თებერვალში თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი თებერვლიდან დღემდე,  თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 4, სამცხე-ჯავახეთში – 3,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა  თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის,  შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები