“თერგის” ბაზრობაზე ცეცხლის მთავარი კერები ლოკალიზებულია

თერგის ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. სავარაუდოდ დამწვარია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობამდე, თუმცა ეს რიცხვი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, კვამლის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, თუმცა დახმარება მათ მალევე აღმოუჩინეს.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე “თერგის” ბაზრობაზე ხანძრის შესახებ შეტყობინება 112-ში ღამის პირველის წუთებზე შევიდა. ხანძარს 40-მდე მანქანა აქრობდა, თუმცა ახლა 35-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.

მოვაჭრეების თქმით, ტერიტორიაზე ელექტროენერგია ითიშება ხოლმე, შესაბამისად არ იციან რამ გამოიწვია ხანძარი. მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათ მაღაზიები დაზღვეული არ აქვთ.

ადგილზე არიან თბილისის მერი, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.

ხანძართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები