“გივი თარგამაძესთან და გიგი უგულავასთან დაკავშირებულ კომპანიებს მილიონობით ლარის შემოსავალი აქვთ“

  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნესინტერესები“, განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტის ანალიზშია აღნიშნული, “2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღის წესრიგში მთელი სიცხადით დადგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და კანონთან შესაბამისობის დადგენა. საქართველოს კანონი თანამდებობის პირს საგანგებოდ ავალდებულებს, არ გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პირადი ინტერესების სასარგებლოდ და ამით ზიანი არ მიაყენოს საჯარო ინტერესებს, თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ ცხადყო, საჯარო სამსახურში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები, ცნობილი პოლიტიკოსები მიმართავენ სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივ განხორციელებას, რაც გამოიხატება მათი ბიზნესინტერესების ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებზე გადაფორმებითა და მოწილეობით“ „ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებლისა და ხელმზღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით, მონიტორინგის პროცესში ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებსა და მათ ბიზნეს ინტერესებს, აგრეთვე, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე პოლიტიკოსების ქონებრივ მდგომარეობას და ბიზნესით მათ დაინტერესებას. მოცემულ ეტაპზე, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა თბილისის უფლებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლაზე. მონიტორინგით გამოიკვეთა მათი ფარული ბიზნეს ინტერესები და ოჯახის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურად მომგებიან გარიგებებში. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ცნობილი ხდება, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფირმებს, 13 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ მიღებული, ხოლო გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ ფირმებს 85 მლნ ლარამდე შემოსავალი. გიგი უგულავას შემთხვევაში, საუბარია ძმის, ბიძის, სიდედრის, ქვისლის, მამიდისა და სხვა ახლობლების ბიზნესში საქმიანობაზე და მათ შემდეგ კომპანიებზე: „მანი“, „ჯეოლენდი“, „თ.ფ“, „ლთ ჯგუფი“. მაგალითად, ყოფილი მერის ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია: „ჯეოლენდი“ გამარჯვებულია 38 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოს მასთან დადებული აქვს 114 ხელშეკრულება, გიგი უგულავას ბიძის, თამაზ გოგიაშვილის კომპანია „თ.ფ“–გამარჯვებულია 13 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მასთან სახელმწიფოს დადებული აქვს 28 ხელშეკრულება. კომპანია საქმიანობს ფეირვერკების ბიზნესში. “მონიტორინგი ყურადღებას მიაქცევს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის კავშირებზე ბიზნესთან. დეპუტატის ოჯახი და ოჯახთან დაახლოებული პირები აქტიურად საქმიანობენ მომგებიან კომპანიებში და იღებენ მაღალ მოგებას. მაგალითად, შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპი“, რომლის თანადამფუძნებელი და წილის მფლობელია პარლამენტის წევრის ძმა ზაზა თარგამაძე, 2005-2012 წლებში, მისი ერთობლივი შემოსავალი წარმოადგენდა 60 მლნ ლარზე მეტს. შევნიშნავთ, რომ აღნიშნულ კომპანიის “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან” გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში მიღებული აქვს 12 840 051 ლარი. ამასთან, „საქართველოს მუნიციპალური განვითარ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები