„მიმაჩნია, რომ სანამ „გირგვლიანის შესწორებები“ ძალაში არ შევა, როგორც კანონი, მანამდე უნდა გავაჩეროთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში“

„მოვუწოდე საქართველოს პარლამენტს, დაუბრუნდეს იმ ინიციატივას, რომელსაც ჰქვია „გირგვლიანის შესწორებები“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, საჯარო ლექციაზე, იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, „გირგვლიანის შესწორებები“ ეს არის ჯამი იმ ცვლილებებისა, რომელიც კანონმდებლობამ უნდა განახორციელოს, როგორც სამოხელეო დანაშაულის დასჯის უფრო სპეციფიკური და უფრო ზუსტი განსაზღვრების ნაწილში, ასევე, სისტემის გასუფთავების და უფრო დახვეწის ნაწილში.
„მოვუწოდე საქართველოს პარლამენტს, დაუბრუნდეს იმ ინიციატივას, რომელსაც ჰქვია „გირგვლიანის შესწორებები“. „გირგვლიანის შესწორებები“ ეს არის ჯამი იმ ცვლილებებისა, რომელიც კანონმდებლობამ უნდა განახორციელოს, როგორც სამოხელეო დანაშაულის დასჯის უფრო სპეციფიკური და უფრო ზუსტი განსაზღვრების ნაწილში, ასევე, სისტემის გასუფთავების და უფრო დახვეწის ნაწილში, რომლის გარეშეც ჩვენ იურიდიულად აბსურდულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. პოლიტიკურად უკვე ჩანს, რომ აბსურდულ ვითარებაში ვართ“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები