კახა კალაძე: კვლევის გარეშე საუბარი, რომ ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის ადგილი მეწყერსაშიშია, გაუგებარია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კვლევის გარეშე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია. ​როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისის მერია მზად არის, აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტი შეისწავლოს.

„უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევები. მესხიშვილი რამეს ამბობს ან რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ძალიან მარტივია, რომ უნდა იყოს შესაბამისი კვლევის დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რომ ჟვანიას ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ტერიტორია არის მეწყერსაშიში ან არსებობს სხვა რაიმე პრობლემა. ზოგადად, კვლევის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, გაუგებარია. დოკუმენტაცია, რომელიც შემოსულია ამ კომპანიის მხრიდან, ყველანაირ ნორმებს აკმაყოფილებს. თქვენ იცით, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო და მოთხოვნილია კანონმდებლობის მიხედვით, ამ კომპანიას ჯერჯერობით აქვს წარმოდგენილი. თუ რაიმე პრობლემაა, თბილისის მერია მზად არის, შეისწავლოს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი“,- განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მთაწმინდის ქედზე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები