უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება, მოეწყობა ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის ქუჩის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უწერის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე განხორციელდება და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვახორციელებთ. ამასთანავე, უწერის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათ გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოები გავაცანით“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები