სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინას ეწვია. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა.

შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი – ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, მოკავშირეებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.

ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძე ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს, ჯული ფიშერსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები