“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად გამჭვირვალე გამოძიება შედგება”

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საკუთარი მანდატის ფარგლებში, მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისიის ცხელი ხაზი აგრძელებს მუშაობას და აქტიურად გამოიყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისია ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მისი წევრები იმედოვნებენ, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდება.660

”23 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის გასარკვევად. მისია იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება შედგება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს განხილვებს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო ან ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ მონაწილეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები