პატრიარქი: არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს… უფალმა შეგვინდოს

არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
“როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსით და უნებლიეთ. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს”, – ბრძანა პატრიარქმა.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები