მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სემინარი “ლიდერის უნარ-ჩვევები“ გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის “ლიდერთა კლუბის” მოსწავლეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერსონალური განვითარების აკადემიის“ წარმომადგენლის, მაკა სართანიას სემინარი „ლიდერის უნარ-ჩვევები“  გაიმართა.

მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარმართულ ლექციაზე საუბარი შეეხო ლიდერის ცნებას, მის თვისებებს, ლექტორმა მონაწილეებს პრაქტიკული რჩევები მისცა. ყურადღება გამახვილდა ლიდერის ისეთ უნარ-ჩვევებზე, როგორიცაა საკუთარ ცხოვრებზე პასუხისმგებლობის აღება, წარმატების სურვილი, მოტივაცია, ჯანსაღი ამბიცია, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, ანალიზის უნარი, პროაქტიურობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, მიზნის მიღწევის გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები