“რუსთავი 2”-ში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ფარული ვიდეოჩანაწერებიც. აღნიშნულ თემაზე ტელეკომპანიის ხელმძღავნელობა და ჟურნალისტები განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებენ.