რევაზ სოხაძემ ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, საკრებულოს სხდომაზე, ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობის ნებართვა თავდაპირველად 2007 წელს გაიცა, რომელიც 2010 წელს გაუქმდა. დეპუტატის განმარტებით, მოგვიანებით, 2012 წელს ნებართვა ხელმეორედ გაიცა, ხოლო 2013 წლის, 16 სექტემბერს გიგი უგულავამ ამ მშენებლობას კოეფიციენტი გაუზარდა.

„ამ პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო გაიარა და 2015 წელს იგი საბჭოს დადებითი რეკომენდაციით დამტკიცდა. 2016 წელს, ჩვენი მმართველობის პერიოდში, პროექტის კორექტირება განხორციელდა, რომლის ფარგლებში პროექტის მოცულობა შემცირდა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, შეიძლება ეს პროექტი ვინმეს მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცის გამოსწორება შეუძლებელია, როდესაც პროცესი უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები