ვანო ზარდიაშვილი შსს-ს მიერ კრიმინალური სამყაროს წევრებთან ბრძოლის გააქტიურებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, “მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გააქტიურება ახალი ძალებით ნარკორეალიზატორებისა და კრიმინალური სამყაროს მიმართ”.

დეპუტატის თქმით, შსს-მ ფრანგ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები რომლებიც ძარცვისა და ყაჩაღობის გზით თანხების მიბილიზებას აკეთებდნენ ეგრეთწოდებული ქურდული ობშიაკისთვის.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 13 პირი აქედან 6 ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, ამოღებულია ორ კილომდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ემდიემაი, ბიო და სხვა მძიმე ნარკოტიკები. ასევე დაკავებულია ირანის ოთხი მოქალაქე. მათ ირანიდან საქართველოში შემოიტაბეს 1.5 კილონახევარი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მხოლოდ ზევით ჩამოთვლილი ნარკოტიკული საშუალებები არის დაახლოებით 20 000 ადამიანის მოსახმარი. მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ გახარიას და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ უკომპრომისო ბრძოლისთვის, ნარკორეალიზატორების და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. მათზეა დამოკიდებული ჩვენი ახალგაზრდობისა და მომავალი თაობების ბედი. ჩვენც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენი ქვეყნის პოლიციას იმ რეფორმებში, რომელიც მინისტრმა დაანონსა და რაც აუცილებლად აისახება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და სტაბილურ განვითარებაზე”,-აღნიშნა დეპუტატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები