საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

ევროპელი ლიდერებისათვის გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, წმინდა დიუკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია მოეწყო: გაიმართა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფო დროშების აღმართვის ცერემონია ამავე ქვეყნების ჰიმნების თანხლებით და ნატო-ს საჰაერო – საპოლიციო მისიის საბრძოლო თვითმფრინავების ავიაშოუ.

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფო დროშების აღმართვის ცერემონია, ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო ზარების რეკვით დასრულდა.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს ლიტვის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუსი, ლატვიის  პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნინისტო, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები