სოფო კილაძე: მსგავსი ქმედება პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის დემონსტრირებაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს და ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“ასეთი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი და პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იქცეს შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზად. ძალიან სამწუხაროა, როცა ამას ყველა ჟურნალისტი სათანადოდ ვერ აფასებს და ითვალისწინებს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები