გოჩა ენუქიძე: მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივას პოზიტიურად აფასებს.

„ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივამ მცირე ბიზნესს გაუხსნა გასასვლელი ისეთ რესურსზე, რომელმაც შეიძლება საქართველოს და თითოეული ოჯახის ეკონომიკას ახალი შემოსავალი მოუტანოს. ეს რეფორმა აფართოებს მონაწილეობის შესაძლებლობას ეკონომიკაში, ზრდის ინკლუზიის ხარისხს და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასაც ხალხზე უფრო მეტად ანაწილებს. ბევრი ადამიანი ყოველდღე ელოდა ამ სიახლეს ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის ამ ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ“,- აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები