მამუკა ბახტაძე: ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის

ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალ საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შეიმუშავა.

„აღნიშნული ინციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას  და ის სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.  ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120,000 ათას ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა მივაღწიეთ საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები