“ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენტო და უდიდესი მასშტაბისაა”

ხელისუფლების ახალი საგადასახადო ინიციატივა მართლაც უპრეცედენტო და უდიდესი მასშტაბისაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნახევარ მილიონამდე ბრუნვის ერთი პროცენტით დაბეგვრის სხვა შემთხვევები არ ახსენდება.

„მგონია, რომ პირველივე დღეს სათანადოდ არც კი გაშუქდა ის ფაქტი, რომ მცირე და პრინციპში, არა მხოლოდ მცირე, საშუალო ბიზნეციც კი, პრაქტიკულად გათავისუფლდა გადასახადისგან. შესაბამისად ამიტომ არის ამ საგადასახადო რეფორმის მასშტაბი უპრეცედენტო.

ნახევარ მილიონამდე ბრუნვის ერთი პროცენტით დაბეგვრის სხვა შემთხვევები ნამდვილად არ მახსენდება. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მეტი ფულის ბრუნვას ხალხში, მეტ სამუშაო ადგილს, ბიზნესის კეთების მეტ სტიმულს, დამწყები ბიზნესმენების მეტად რეალიზების საშუალებას და განვითარების გაცილებით მეტ ტემპებს“,-აღნიშნა ზარდიაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები