“მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ“

“მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდაჭერა ყველაზე მეტად არა დიდი გემების, არამედ პატარა გემების ეკონომიკას სჭირდებოდა და მინისტრმა ეს გააკეთა.

„ყველა დავინახავთ, რომ ეს ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, არამედ მონაწილეობის და ჩართულობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხალხთან იყოს რაც შეიძლება კარგად და გასაგებად მიტანილი. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ ჩემს ოლქში, კასპის რაიონში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თითოეულ ოჯახს ავუხსნა, რომ ეს ინიციატივა მათ ახალი საქმის დაწყების, ახალი შემოსავლის მიღების რეალურ შანსს აძლევს“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები