“არცერთი წარმატებული ეკონომიკური რეფორმა, გაბედული გადაწყვეტილების გარეშე არ მომხდარა”

“პირობები, რომელიც მცირე ბიზნესს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმე წამოიწყოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი წარმატებული ეკონომიკური რეფორმა, გაბედული გადაწყვეტილების გარეშე არ მომხდარა.

„შემოთავაზებული ცვლილებები, რომ მცირე მეწარმეები საერთო შემოსავლის 5%-ით აღარ დაიბეგრებიან და სიმბოლურად მხოლოდ 1%-ს გადაიხდიან; მცირე ბიზნესად ჩაითვლება მეწარმე, რომლის შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა; მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება და მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი – არის პირდაპირი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ბიზნესი განავითაროს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები