ჭიათურაში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა- დაშავდა სამაშველო სამსახურის თანამშრომელი

ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო. მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის ერთმა თანამშრომელმა.

ხანძრის სრულ ლოკალიზებას სამი საათი დასჭირდა. ადგილზე ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც კორპუსის მცხოვრებლებს გაესაუბრა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ ეტაპზე კი, დროებით საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები