ჩინეთში რვა ადამიანი ავტომაგისტრალის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა

ჩინეთის ქალაქ ფოშანის ცენტრში, გზის ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 9 ადამიანი, ხოლო 3 მოქალაქე დაიკარგა. მომხდარის შესახებ ჩინური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს გზის იმ ნაწილზე მოხდა, რომლის ქვემოთაც მეტროპოლიტენის მშენებლობა მიდის. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნგრევის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები