ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგიის” საქველმოქმედო აქცია

ხვალ, გიორგობა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია (ააიპ ) “კავკასიონის სინერგია” მორიგ საქველმოქმედო აქცია – ღონისძიებას განახორციელებს. როგორც “კვირას“ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლიკა ბებურიძემ განუცხადა: – ჩვენ კიდევ ერთხელ ვეპატიჟებით ბავშვებს კინოთეატრ “რუსთაველში”, სადაც საქველმოქმედო პროექტის – “მჭირდები” ფარგლებში მორიგ ღონისძიებაზე 14:15 წუთზე მათ 3D ანიმაციურ ფილმს “რიოს” ვაჩვენებთ. ამჯერად უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებსა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ 25 მოზარდს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადავცემთ. გარდა ამისა, ბავშვებს სხვა სიურპრიზებიც ელით. ღონისძიებაზე დასასწრებად ვიწვევთ ყველას, ვისაც გულის შესტკივა ამ ბავშვებზე.
გაცნობებთ, რომ მომავალ ღონისძიებაზე – 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს, ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია” აქციას სახელწოდებით: “სადილი და 1 სათამაშო ყველა უმწეო ბავშვს” გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები