ფიდელ კასტროს უფროსმა შვილმა თავი მოიკლა

მეცნიერებათა დოქტორმა ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა ხუთშაბათს, ღამის საათებში, თავი მოიკლა. ამის შესახებ კუბის მედია-საშუალებები იუწყებიან. როგორც კუბის ნაციონალური ტელევიზია აცხადებს, ბოლო თვეებში მას ექიმები ღრმა დეპრესიის გადალახვაში ეხმარებოდნენ. თავიდან ის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, შემდეგ კი ამბულატორიულ დახმარებას იღებდა.
კასტრო დიას-ბალატრი მეცნიერების დარგში კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი და კუბის მეცნიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ბირთვული ფიზიკის, ენერგეტიკის ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში 11-ზე მეტი წიგნის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები