შანხაიში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა (ფოტო)

შანხაიში, მინივენის ტიპის ავტომობილი, რომელსაც ბუნებრივი აირით სავსე ბალონები გადაჰქონდა, ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
ინციდენტის დროს 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, ამ დრომდე მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, შეჯახების მიზეზი 40 წლის მამაკაცმა გამოიწვია, რომელიც მანქანაში სიგარეტს ეწეოდა და ყურადღებას არ აქცევდა იმ ტვირთს, რაც ავტომობილში იყო.
როგორც პოლიციამ განაცხადა, ავტომობილის მძღოლს კრიმინალური წარსული არ აქვს, თუმცა მას საშიში ნივთიერების ტრანსპორტირება ედება ბრალად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები