კანადაში ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრე არსენალს ბიბლიოთეკაში ინახავდა

კანადელმა სამართალდამცველებმა აშშ-ისა და კანადის საზღვარზე მდებარე ბიბლიოთეკაში ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ოდენობა აღმოაჩინეს, ინციდენტთან დაკავშირებით მათ ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც იარაღით ვაჭრობის ფაქტს ადასტურებს და დანაშაულს აღიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით მოვაჭრე ცეცხლსასროლ იარაღს ბიბლიოთეკის საპირფარეშოში მალავდა, შემდეგ კი მის რეალიზაციას ახდენდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, იარაღით ვაჭრობის საქმეში 3 ეჭვმიტანილია. მათ შეიმუშავეს გეგმა, რომლის დახმარებითაც, იარაღის რეალიზაციას შეუმჩნევლად ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ დამნაშავეები ცეცხლსასროლ იარაღს ბიბლიოთეკის საპირფარეშოში ინახავდნენ, შემდეგ კი მათ რეალიზაციას კვებეკის ტერიტორიაზე ცდილობდნენ.
დადასტურებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ნაწილი ფლორიდის ლიცენზირებულ მაღაზიაშია შეძენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები