დიმიტრი მედოევი მიკრონეზიის პრეზიდენტს შეხვდა

ნაურუში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მედოევი მიკრონეზიის ფედერატიული შტატების პრეზიდენტს, პიტერ კრისტიანს შეხვდა. შეხვედრის დროს, „მხარეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან მიმართებაში მოსაზრებები გაცვალეს, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობას ომების და ძალადობის ყველანაირი ფორმის წინააღმდეგ და ასევე გარემოს დაცვისთვის საჭირო ძალისხმევის გაერთიანების შესახებ ისაუბრეს.
როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრეზიდენტმა კრისტიანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის უზარმაზარ მნიშვნელობას ნაურუში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები