ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

ჩრდილოეთ ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს, შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 39 კი დაშავდა. ინფორმაციას „china.org.cn“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ტერორისტი ქალბატონი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქალაქ მაიდაგურში მდებარე ბანაკში შეაღწია და თავი აიფეთქა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რაც შეეხება მეორე ტერორისტს, მან თავი საცხოვრებელ სახლებთნ ახლოს აიფეთქა, შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ნიგერიის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „Boko Haram“-ის ტერორისტების ჯგუფი, სწორედ მსგავს თავდასხმებს ახორციელებედნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ „Boko Haram“ სრულიად განადგურებულია, თუმცა ტერორისტული თავდასხმები, ქვეყნის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, მაინც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „„Boko Haram“-ის წევრები 2009 წლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობდნენ, რასაც 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები