აშშ „ჰამასის“ ლიდერს ტერორისტად მიიჩნევს

აშშ-მა პალესტინის ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი, ტერორისტად მიიჩნია და მის მიმართ სანქციები დააწესა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ისმაილ ჰანიას „მჭიდრო კავშირები აქვს ჰამასის სამხედრო ფლოტთან და ის შეიარაღებული ძალადობის მომხრეა, მათ შორის სამოქალაქო პირების წინააღმდეგაც“.
„დღევანდელი ქმედებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი რესურსების უარყოფისთვის, რომელიც ტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისთვის სჭირდებოდათ“, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელთან 3-ჯერ იომა, შედეგად 17 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები