„ახალგორის მიმართულებით მოძრაობა გახსნილია“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა გადაადგილების საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ე.წ. ოსური პასპორტი და ახალი ე.წ. საშვი აიღო. “რაიონში შესვლა საოკუპაციო რეჟიმმა 30 აპრილის საღამოდან შეზღუდა და ეს შეზღუდვა დღეს დილით უნდა მოხსნილიყო. მიმოსვლა დილით ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი და გამშვები საგუშაგო მოგვიანებით გაიხსნა. ამის მიუხედავად, გადაადგილების საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც ე.წ. ოსური პასპორტი და ახალი ე.წ. საშვები აქვს აღებული. ეს დოკუმენტი კი ახალგორელების დიდ ნაწილს არ აქვს და ამიტომ რაიონიდან გამოსვლისგან თავს იკავებენ. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ამ ე.წ. საშვების გაცემის პროცესი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, ახალგორელებს ამ დოკუმენტის აღებისას საქართველოს მოქალაქობის დათმობა უხდებათ. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობის დათმობა მხოლოდ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ხდება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დათმობის შესახებ არანაირი ეჭვის საფუძველი არ შეიძლება, არსებობდეს”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები