დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას 10 ახალი პროექტი გააცნო

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ნარმანია პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ნარმანიამ მოსახლეობას დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო.
„თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ
„ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის“ ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა.
დავით ნარმანიას თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მისივე განცხადებით, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები