მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 400, ხოლო ომში დაღუპულ თითოეულ მარჩენალდაკარგულს 200 ლარი გადაეცემათ

 

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისთვის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება დააწესა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 400, ხოლო ომში დაღუპულ თითოეულ მარჩენალდაკარგულს 200 ლარი გადაეცემათ.
დედაქალაქში ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს თბილისის მერია, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი სოციალური მომსახურების სააგენტო. ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებს თანხის მიღება ხვალიდან (6 მაისიდან) შეეძლებათ. ფულადი დახმარება გაიცემა “ლიბერთი ბანკის” მეშვეობით.
ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები