ათენში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ათენის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ტერორიზმში ეჭვმიტანილის სტატუსით ეძებდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გამოცემა „კატიმერინის“ ცნობით, დაკავება 31 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა ინფორმაცია არ საჯაროვდებოდა.
29 წლის ახალგაზრდა პოლიციამ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში აღმოაჩინა და დააკავა. ის თანამგზავრთან, 40 წლის ს.მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და კაიროდან რუსეთში, ათენის გავლით მიემგზავრებოდა. მამაკაცებმა, სატრანზიტო ზონაში ყოფნის დროს, საბერძნეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადეს და უარი თქვეს თვითმფრინავში დაჯდომაზე. აეროპორტში მომუშავე ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, მამაკაცები შეამოწმეს და გაარკვიეს, რომ ი.ფ-ს მიმართ ინტერპოლის რუსული ბიუროს მიერ 2015 წელს, „უკანონო სამხედრო ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის“ ორდერი იყო გაცემული. ასევე, გაირკვა, რომ 2017 წლის მარტში ის ტერორისტულ საქმიანობაში დაადანაშაულეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, 29 წლის მამაკაცი სირიაში 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე საბრძოლველად გაემგზავრა, ხოლო ს.მ „აი-სი-სი“-სთან საეჭვო ფულადი გზავნილებით იყო დაკავებული. სავარაუდოდ, ორივე მათგანი დაღესტნელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები